ჩვენი ერთსაძინელიანი ნომრები განლაგებულია შენობის ზედა სართულებზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ქალაქსა და ზღვაზე. აპარტამენტში დაგხვდებათ ერთსაძინებელი ოთახი Queen ზომის საწოლით და დამოუკიდებელი მისაღები ოთახი სრულადაღჭურვილი სამზარეულოთი, გასაშლელი დივანითა და სასადილო კუთხით. აბაზანა დაკომპლექტებულია კომფორტული საშხაპითა და სარეცხის მანქანით. ყველა აპარტამენტს აქვს აივანი ხედით ზღვასა და ქალაქზე. აპარტამენტი განკუთვნილია სამი, მაქსიმუმ ოთხი ადამიანისთვის და იდეალურია წყვილებისთვის ან პატარა ოჯახებისთვის, რომლებიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ.
ოთახის ზომა: 40-65 კვმ
ტევადობა: 4 სტუმარი
ხედი: ქალაქის/ზღვის