სპა
დაისვენეთ და დაიმუხტეთ ჩვენს სპა-ში, რომელიც განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა, ქალაქში სეირნობისა თუ სანაპიროზე აქტიური დასვენების შემდეგ. გამოსცადეთ სხვადასხვა სპა პროცედურები - სარელაქსაციო მასაჟი, მშრალი და ორთქმის საუნები, სახის გასაახალგაზრდავებელი პროცედურები. პროცედურის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ რეცეფციაში.
აუზი
ისიამოვნეთ infinity აუზით, ან უბრალოდ განიტვირთეთ კარგი წიგნის კითხვით და გამაგრილებელი სასმელით აუზის პირას, რომელიც სიმწვანითა და ულამაზესი მცენარეებით გარშემორტყმულ ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. მიიღეთ მზის აბაზანები, დაისვენეთ კომფორტულ შეზლონეგბზე და შეიგრძენით წყლის მაცოცხლებელი სიგრილე. თუ ზღვაში ცურვა მოგესურვებათ, ის სულ რამდენიმე ნაბიჯით არის დაშორებული ჩვენი სასტუმროდან.
ფიტნეს-ცენტრი
მიანიჭეთ უპირატესობა თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და ეწვიეთ ჩვენს ფიტნეს-ცენტრს, რომელიც შექმნილია თქვენი კომფორტისთვის. აღმოაჩინეთ გარემო, რომელიც აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. ფიტნეს-ცენტრი ღიაა 24 საათის განმავლობაში, რაც საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ თქვენ მიერ დასახულ მიზნებს თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. დამატებით შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს იოგას ოთახს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, გაიუმჯობესოთ როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობა.